გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო, პროფესიული, დრამატული თეატრი რიგით 177-ე თეატრალურ სეზონს საზეიმოდ ხურავს.
დღეს, ერისთავის თეატრის სცენაზე გაიმართება სპექტაკლის "დაუძახე ბროწეულიო, პურის თავთავო" საპრემიერო ჩვენება, რომელიც თანამედროვე სპარსი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესის მიხედვით, რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე შველიძემ დადგა.
დღესვე, თეატრში მოსულ მაყურებელს დახვდება თეატრის მხატვართა სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრების გამოფენა. აქვე, შეგროვდება თანხა ერისთავის თეატრთან დამეგობრებული უკრაინული, ნიკოლაევის თეატრის დასახმარებლად.