„მთავარსარდლის დაბრუნება“ - გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა კინოს სახლში.
ფილმი რეჟისორმა გოგი თორაძემ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო. გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. მასში გამოყენებულია საარქივო კადრები, მათ შორის, გენერლის ოჯახის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული უნიკალური ვიდეომასალა.
ჩვენებას უწყების მაღალჩინოსნები დაესწრნენ.