27 დეკემბერი 2024,   00:57
ვრცლად
"როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი, იქ ჩალის ფასი ექნება ჩვენთვის ამ დოკუმენტს" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს - მთავრობის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია ბევრ დაუსაბუთებელ ჩანაწერს მოიცავს და გამოთქვამს მზადყოფნას, ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

წერილში აქცენტი კეთდება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. პრემიერის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეზოლუცია უნდა განიმარტოს. 

"თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პირები და მათი ლობისტები ცდილობენ ეს ჩანაწერი ივანიშვილს დაუკავშირონ და ამ კუთხით ძალიან მნიოშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს იმისთვის, რომ სპეკულაციისთვის არ დარჩეს სივრცე, იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის, ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი უნდა განიმარტოს ეს ყველაფერი და საინტერესო იქნება ფონ დერ ლაიენის პასუხიც ამ წერილზე. ეს რეზოლუცია არის უსამართლო, როდესაც რეზოლუცია საუბარობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი, ჩალის ფასი ექნება ჩვენთვის ამ დოკუმენტს. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით, რა თქმა უნდა ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს, რა თქმა უნდა არის ჩვენი ღირსების საქმე, პრემიერის ღირსების საქმე და არავის უნდა მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენს მმართველობით სისტემაზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" პოლარიზაციას აღრმავებს და პოლიტიკური იმიჯის გადარჩენას ცდილობს. 

ხელისუფლების ოპონენტები პრემიერის წერილის შინაარსს არ იზიარებენ და წერილის მიღმა კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებს ხედავენ. 

ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს.

"ღარიბაშვილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს და არა ქვეყნის ინტერესებს, მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მდგომარეობა. ჩვენი ხელისუფლება დეპოლარიზაციის ერთ პუნქტს ამოეფარა და საერთოდ აღარ ახსენებენ დანარჩენ 11 პუნქტს," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი რეზოლუციის სწორად გააზრებაა. 

"ძალიანაც კარგი რეზოლუცია მიიღო და სწორი ქნა. ვისაც შეუძლია სწორად გააზრება მიხვდა, რომ ეს არის მეგობრული რჩევა და გაფრთხილება,"- აცხადებს ელისაშვილი. 

 

დღის ამბები