26 აგვისტო 2026,   19:49
ვრცლად
ჭიათურაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ჭიათურაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის გამო ნაცნობს კუთვნილ ავტომანქანაში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.

ავტომობილის სალონში ცეცხლი გააჩინა და ხევში გადააგდო. დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურებას ედავება.

დღის ამბები