პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს და გამომცემლებს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი სასკოლო რესურსების ხარისხის კვლევა იყო. შეხვედრაზე განიხილეს სახელმძღვანელოების შემოწმების ეტაპი.
"ვიდრე სახელმძღვანელო მოსწავლის მერხზე აღმოჩნდება, ის გადის შემოწმების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს და ამ პროცესის გარშემო ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს კომფორტული მონაწილეთათვის და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების ხარისხი თავისი შინაარსით და ასევე ფორმით უზრუნველყოფდეს მაღალი ხარისხის განათლებას,"-აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი.