27 აგვისტო 2026,   01:13
ვრცლად
აქცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან - საირმის მიმდებარედ მცხოვრებ 7 ოჯახს, პროკურატურა მიწების თაღლითური სქემით მითვისებას ედავება 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, ბაღდათში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. კურორტ საირმის მიმდებარედ მცხოვრებ 7 ოჯახს, პროკურატურა მიწების თაღლითური სქემით მისაკუთრებას ედავება და საქმეზე ადგილობრივებს ბრალიც წარედგინათ.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მამა-პაპისეული მიწები საჯარო რეესტრის დახმარებით დაუმტკიცეს და კანონი არ დაურღვევიათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულების მორიგი პროცესი გაიმართა, რომლებსაც ადგილობრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - ბრალდებულებს სოლიდარობა პარტია "გირჩის" ლიდერებმა გამოუცხადეს.

დღის ამბები