პროკურატურაში, გამოკითხვაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრი გიორგი ონიანი იმყოფება. ონიანი ჩვენებას იმ მასალებთან დაკავშირებით აძლევს, რომელიც არასამთავრობოებს სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა გადასცა. ამავე საქმეზე, დღესვე პროკურატურას წერილობით მიმართა ბაჩანა შენგელიამ, რომელიც დედის, ია კერზაიას საქმის გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს.
"ამ განცხადებით, რომელიც ახლა პროკურატურაში შევიტანე ვითხოვ საქმის გამოძიების განახლებას. ასევე, გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკითხვას, პირველ რიგში, ესენი არიან მთავარი ფიგურანტები. შემდეგ კი, რა თქმა უნდა გამოძიების პრეროგატივაა თუ ვის დაკითხავს სამომავლოდ და განგრძობითად,"-აცხადებს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია.