საბაჟო კანონმდებლობაში საერთაშორისო გადამზიდველი კომპანიების მხარდასაჭერად ცვლილება შევიდა. სიახლის თანახმად, ამიერიდან საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა 12-დან 24 საათამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა ხორციელდება გამარტივებული წესით და აღარ საჭიროებს დალუქვას საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირებისას.
ცვლილების დეტალებზე სასაუბროდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობა ფოთში რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს შეხვდა.