27 დეკემბერი 2024,   02:36
ვრცლად
მაუწყებლები ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ, ამიტომ, შესაძლოა, მომსახურება შევწყვიტოთ რიგ არხებთან - "სტერეო პლიუსი" განცხადებას ავრცელებს

"სტერეო პლიუსი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თანახმად იმის მიუხედავად, რომ რიგი მაუწყებლები ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, მაინც უწყვეტად ემსახურებოდნენ კონტრაქტორებს. ახლა კი იძულებულები არიან საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შეწყვიტონ მომსახურება შემდეგ არხებთან : ესენი არიან - ერ ბი ჯი, მედია ჰოლდინგი რომელშიც შედიან "რუსთავი 2", "მარაო" და "კომედი არხი", ასევე "TV პირველი" და "ობიექტივი".

"თუ აღნიშნული არხები, პირველ აგვისტომდე არ მოახდენენ შესაბამის ფინანსურ რეაგირებას, ხელშეკრულების თანახმად, შეუწყდებათ მომსახურება და შესაბამისად, გაითიშებიან მულტი პლექსიდან" - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" დავალიანების დაფარვა დაიწყო და შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღის ამბები