06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
საბედისწერო დაბადების დღე ცხვარიჭამიაში - მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გვიან ღამემდე 30-ზე მეტი მოწმე იკითხებოდა

საბედისწერო დაბადების დღე ცხვარიჭამიაში, რომელსაც 20 წლის მირიან კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცხეთის პოლიციის, რაიონულ განყოფილებაში გვიან ღამემდე იკითხებოდა 30-ზე მეტი მოწმე - მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.

ჯერჯერობით უცნობია რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამართალდამცავებს. პოლიციის შენობიდან გამოსულებს, მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები