27 დეკემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ბოლოს 24 საათში, სუმის ოლქში, 44 საჰაერო იერიში განხორციელდა - ომის 156-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 156-ე დღეა. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას კვლავ განაგრძობს. სუმის ოლქში ბოლოს 24 საათში 44 საჰაერო იერიში განხორციელდა.

იბომბება ხერსონის ოლქიც - ბოლო ინფორმაციით, რუსულ შეტევებს 7 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. ამავე ოლქში, პოლიციაში 17 განცხადება შევიდა იმის შესახებ, რომ რუსი ჯარისკაცები ომის დანაშაულების ჩადენას განაგრძობენ

3 ადამიანი დაიღუპა ბახმუტში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული იერიშებისას, დონეცკის გუბერნატორის თქმით, დაშავებულია 3 მოქალაქე, დაბომბვის შედეგად 12 სამოქალაქო შენობა დაზიანდა

5 ადამიანი დაიღუპა რუსულ სარაკეტო იერიშს კიროვოგრადის ოლქში. როგორც ცნობილია, რუსეთმა კალიბრის ტიპის რაკეტა გამოიყენა, დაშავებულია 26 მოქალაქე.

გრძელდება იერიშები მიკოლაევსა და დონბასზეც.

დღის ამბები