24 აგვისტო 2026,   16:37
ვრცლად
ხანძარი თელავში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია

თელავში ხანძარია - ცეცხლი ნადიკვრის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე ელექტროსადენებს გაუჩნდა. 

ამ დროის მონაცემებით, შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები