07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის მიერ მიცემული პირველი ჩვენების შინაარსი

დავა, რომელიც დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო და 20 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულდა, სასამართლოში ინაცვლებს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა მიიღოს, სხდომა უკვე დაწყებულია. მთავარი ინტერესის საგანია, რას იტყვის პროცესზე უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც პოლიციას ერთდღიანი ძებნის შემდეგ თავად ჩაბარდა.

"კურიერმა" გაარკვია მის მიერ მიცემული პირველი ჩვენების შინაარსი და დეტალები.

"მე გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. აღნიშნული ბრალეული ქმედება ჩავიდინე 2022 წლის 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში არსებულ ქეთათო არაბულის წვეულებაზე. აქვე განგიმარტავთ, რომ წვეულებამდე მე არ ვიცნობდი მირიან კუკავას და მასთან არანაირი შეხება და გადაკვეთა არ მქონია. მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მასმედიის საშუალებით,"-აცხადებს დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი.

დღის ამბები