07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში დედასთან ერთად თავად გამოცხადდა

დავა, რომელიც დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო და 20 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულდა, სასამართლოში ინაცვლებს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა მიიღოს, სხდომა უკვე დაწყებულია. მთავარი ინტერესის საგანია, რას იტყვის პროცესზე უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც პოლიციას ერთდღიანი ძებნის შემდეგ თავად ჩაბარდა.

როგორც ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, დავით ჯიჯეიშვილი პოლიციის განყოფილებაში დედასთანე ერთად გამოცხადდა, რაც ადვოკატის თქმით ნიშნავს იმას, რომ ეს მისი შეგნებული ნაბიჯი იყო.

"ის გამოცხადდა აღიარებით პოლიციის განყოფილებაში, მას ამ დროს თან ახლდა დედა. ამდენად, ეს იყო მისი შეგნებული ნაბიჯი. დღეს განიხილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი,"-აცხადებს დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი

დღის ამბები