07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა - მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული

ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, – ამის შესახებ მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულმა, დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მცხეთის რაიონული სასამართლო ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა რვავე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

დღის ამბები