07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
რატომ მოკლეს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა - როგორია პროკურატურის ვერსია

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე, პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურორმა დაბადების დღის წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, რაც ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი.

"დაახლოებით, ღამის 02:10 საათზე, დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი, მირიან კუკავა ( გარდაცვლილი ახალგაზრდა ) შემთხვევით მიეჯახა მხარზე. ამ უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ, მის მეგობრებთან ერთად, დავით ჯიჯეიშვილთან (მკვლელობაში ბრალდებული ) და გიორგი კუჭავასთან ერთად, დაიწყო გინება აგარაკის ტერიტორიაზე მყოფი სტუმრების მისამართით - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს მირიან კუკავას და მის მეგობრებს.

აღწერილი ქმედებებით დაპირისპირებული მხარეები გამოხატავდნენ აგრესიას, მასპინძლებისა და მოწვეული სტუმრების მიმართ, აშკარა უპატივცემლობას. უფრო მეტიც, ფიზიკურად გაუსწორდნენ დასამშვიდობებლად მისულ სხვა სტუმრებს, ასევე წვეულების მასპინძლებს და ფაქტიურად ჩაშალეს დაბადების დღის ღონისძიება. მიუხედავად მასპინძლის არაერთი მოწოდებისა, ზემოთხსენებული პირები აგრძელებდნენ ხულიგნობას, მათ შორის დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით აგრძელებდა ხულიგნურ ქმედებებს და ეს ხულიგნური ქმედებები ასევე განაგრძო აგარაკის გარეთ ტერიტორიაზე", - თქვა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილიმა.

ცხვარიჭამიაში 20 წლის მამაკაცი დაბადების დღის წვეულებაზე რამდენიმე დღის წინ მოკლეს.არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დღის ამბები