11 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დამპყრობელთა ბაზების განადგურებაში - ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დამპყრობელთა ბაზების განადგურებაში - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ ყურადღება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზეც გაამახვილა. ის ელექტროსადგურის დაბომბვას საშიშ დანაშაულად აფასებს. "ამნესთი ინთერნეშენალს" კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუმილში ადანაშაულებს.

"სამწუხაროდ, ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. რუსი ტერორისტები მსოფლიოში პირველები გახდნენ, ვინც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ტერორისთვის გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაშაული უკრაინელებისა და ყველა ევროპელის წინააღმდეგ, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ, რატომღაც არ არსებობს ამის შესახებ ანგარიში ან თუნდაც უბრალოდ განცხადება "ამნესთი ინთერნეიშენალისგან".ძალიან მჭევრმეტყველური დუმილი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ორგანიზაციის მანიპულაციურ შერჩევითობაზე.

უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და დაზვერვამ მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს რუსული არმიის ლოჯისტიკის, ბაზების განადგურებაში. ყოველი დარტყმა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალების საწყობებზე, გადაარჩენს უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები