21 დეკემბერი 2024,   19:11
ვრცლად
განგაშის სირენა იერუსალიმის შემოგარენში - მოსახლეობას შესაძლო სარაკეტო იერიშის შესახებ აფრთხილებენ

იერუსალიმის შემოგარენში განგაშის სირენა ჩაირთო, რომელიც მოსახლეობას შესაძლო სარაკეტო იერიშის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

Нет описания.

ღაზის სექტორზე იერიშის შედეგად მოკლულია „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი მაღალი რანგის მეთაური, ხალედ მანსური.

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ. 6 აგვისტოს „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

წყარო: Primetime.ge

დღის ამბები