კასპში 27 წლის ბექა რევაზიშვილს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი რამდენიმე დღეა დაკარგულია და მის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ბექა რევაზიშვილი ქვემო გომში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება და ინტენსიური სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა.