კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ, ირაციონალურია.
დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.
"რა თქმა უნდა, აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში მასშტაბურია. ეს შეიძლება მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეფასდეს. რუსების იზოლაციის ან რუსეთის იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს," - აღნიშნა პესკოვმა.