ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა რომ, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა მისი ატომური ინდუსტრიის ბლოკირება მოახდინოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ხალხის დასაშინებლად იყენებენ.
გარდა ამისა, ზელენსკის აღნიშნავს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე და ამ კუთხით წინსვლაზე ისაუბრა.
"ოკუპანტები ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის გამოყენებით ხალხის დაშინებას ცდილობენ. ისინი ქარხნის მიღმა იმალებიან იმ მიზნით, რომ ნიკოპოლსა და მარჰანეცის მიმართულების გაისროლონ. ისინი აწყობენ მუდმივ პროვოკაციებს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვით და ცდილობენ თავიანთი დამატებითი ძალები ამ მიმართულებით მიმართონ, რათა კიდევ უფრო დააშანტაჟონ ჩვენი სახელმწიფო და მთელი თავისუფალი სამყარო. რუსეთში თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამან შეიძლება რაღაც მისცეს, მაშინ ცდება. რუსული შანტაჟი კიდევ უფრო დიდი გლობალური ძალისხმევის მობილიზებას მოახდენს ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ყოველდღიურად რუსული კონტინგენტის ყოფნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და ჩვენი სახელმწიფოს მეზობელ რაიონებში, იმდენად აძლიერებს რადიაციულ საფრთხეს ევროპაში, რომ მსგავსი ცივი ომის დროს, დაპირისპირების პიკურ მომენტებშიც კი არ იყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძლიერი რეაგირება უნდა იყოს. უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა აუცილებლად დაბლოკოს რუსეთის ატომური ინდუსტრია," - განაცხადა ზელენსკიმ.