26 აგვისტო 2026,   16:34
ვრცლად
ოთარ შამუგიამ და თორნიკე რიჟვაძემ მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა.

2023 წელს დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის სამუშაოები თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: თავშესაფრებით, ფანჩატურებით, საცეცხლურებით, ხიდებით, გადასახედებით და სხვა.

მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნება არაერთხელაა საერთაშორისოდ აღიარებული. მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი მაგალითია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებით მიღებული სარგებლის; ეროვნული პარკის დაარსების შემდეგ, მიმდებარედ განვითარდა მეფუტკრეობა, მოეწყო მცირე ზომის ტურისტული ობიექტები, სასტუმროების ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სამუშაო ადგილები.
 

დღის ამბები