22 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ქართული სახვითი ხელოვნების გმორჩეული მხატვარი გია გუგუშვილი ბათუმში პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

პანდემიის გამო, ზღვისპირა ქალაქში მგზავრობა ცოტა ხნით გადაედო. "გადადებული მგზავრობა" ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელიც საგამოფენო დარბაზის კედელზე კიდია. ქართული სახვითი ხელოვნების გმორჩეული მხატვარი, გია გუგუშვილი ახლა ბათუმშია და პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენა სახელწოდებით "თეთრი გალავანი" , მხატვრის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. გია გუგუშვილი დღეს 70 წლის გახდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის ცხოვრება ახლა იწყება.

ნამუშევრებში ბევრი ფერი ჭარბობს, თუმცა გამოფენის სათაური " თეთრი გალავანია". რას ნიშნავს თეთრი გალავანი და უნდა ერქვას თუ არა ნამუშევრების გაერთიანებას ეს სათაური, კითხვაზე პასუხი დამთვალიერებელს მიანდო.

ზეთით შესრულებული ნამუშევრები, ბოლო ორი წლის ფერწერულ ტილოს აერთიანებს. გია გუგუშვილის 43 ნამუშევარი, რომლის უმეტეს ნაწილსაც დამთვალიერებელი პირველად იხილავს, აჭარის ხელოვნების მუზეუმმა წარმოადგინა.

საგამოფენო სივრცე ხელოვნების მოყვარულებისთვის გაიღო. მოსული სტუმრები ხელოვანის შემოქმედებას კარგად იცნობენ. ახალი ნამუშევრების დათვალიერება მათთვის ჯადოსნურ, ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა აღმოჩნდა.

ნამუშევრები, რომლის ერთხელ ნახვითაც შთაბეჭდილებები დიდი ხნის განმავლობაში გაგყვება. გია გუგუშვილის ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ტილოები, აჭარის ხელოვნების მუზეუმში 6 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

დღის ამბები