გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში ლვოვში ჩავიდა, სადაც იგი ხვალ, 18 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ლვოვიდან გაერო-ს გენერალური მდივანი ოდესაში გაემგზავრება, სადაც პორტს მოინახულებს.