26 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის - სტოლტენბერგი

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგოც იენს სტოლტენბერგი ამბობს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიას და დაარწმუნონ რუსეთი, რომ ომი დაასრულოს.

"მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი. რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოებას. სასწრაფოდ უნდა დაუშვან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექცია და უზრუნველყონ რუსული ძალების გაყვანა," - აცხადებს სტოლტენბერგი.

დღის ამბები