26 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს ირინა მუდრას 60-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, ირინა მუდრას აღკვეთის ღონისძიების სახით 60-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუდრა გათავისუფლებას 20 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

ირინა მუდრას წინააღმდეგ საქმე მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო სქემას ეხება.

გამოძიების ინფორმაციით, მუდრა იმ პირთა ჯგუფში შედიოდა, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზებაში იყვნენ ჩართული. საუბარია დაახლოებით 3.5 მილიონ დოლარზე ნაღდი ფულის სახით.

დღის ამბები