04 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
34 წლის მამაკაცმა მეუღლე სოფელ ავლევის მინდორში გაგუდა - რას უკავშირებენ 30 წლის ქალის მკვლელობას მისი ახლობლები

ავლევში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა 29 წლის ქალი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკებებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო. ბრალდებულს გაქცევა არ უცდია - მომხდარის შესახებ ადგილობრივებს უამბო, რომლებმაც ის დააკავეს და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს.

ქალს და მამაკაცს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. "კურიერის" ინფორმაციით, რომელსაც მოკლული ქალის მშობლებიც ადასტურებენ, ერთმანეთი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაიცნეს. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ახალგაზრდებზე მეურვეობა მსხვერპლის ოჯახმა იტვირთა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მშობლიურ სოფელ ვაყაში უკვე გადაასვენეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, წარსულში წყვილს კონფლიქტი არ მოსვლია. მომხდარს კი ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირებენ.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. მას გამოძიება 109-ე, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები