04 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
სამხრეთ აფრიკული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო - ამაპიანო TikTok-ზე განსაკუთრებით პოპულარულია

სამხრეთ აფრიკული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო - ქუჩის მუსიკოსების მიერ შექმნილმა ხელოვნებამ, უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიოს დიდი სცენები დაიპყრო. ამაპიანო 2012 წელს აფრიკის კონტინენტზე ეთნოგრაფიული მუსიკით დაიწყო, შემდეგ კი ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტები დაემატა.

ამაპიანოს მღერის და ცეკვავს ყველა, ათასობით ადამიანისთვის ის ცხოვრების წესადაც კი იქცა. პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა მილიონობით მაყურებელს აგროვებს სოციალურ ქსელშიც. "ტიკ-ტოკზე" მომხმარებლები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ ქუჩაში დაბადებული ხელოვნება სხვებს გაუზიარონ და ხშირ შემთხვევებში საკუთარი ინტერპრეტაციებიც დაუმატონ.

დღის ამბები