21 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
34 წლის მამაკაცი, რომელმაც მეუღლე მდინარეში გაგუდა, სასამართლო სხდომის მოლოდინშია

მამაკაცს, რომელმაც მეუღლე სოფელ ავლევის მინდორში გაგუდა, ბრალი უკვე წარუდგინეს. 34 წლის მამაკაცი სასამართლო სხდომის მოლოდინშია.

გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა 29 წლის ქალი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკებებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო.

ბრალდებულს გაქცევა არ უცდია - მომხდარის შესახებ ადგილობრივებს უამბო, რომლებმაც ის დააკავეს და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს. დაკავებულს გამოძიება 109-ე, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები