ქუთაისში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედალოსნები, საპატიო სიგელის მფლობელი მონაწილეები დააჯილდოვეს, ასევე დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
ასტრონომიისა და ასტროფიზიის საერთაშორისო ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასში 250 მონაწილე მსოფლიოს 46 ქვეყნიდან ჩაერთო. დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოვლინდნენ.
ოლიმპიადაში წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა. გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვეს.
ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.