26 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
"უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას - ისინი გმირები არიან" - ზელენსკი მარიუპოლში დაგეგმილი საჩვენებელი სასამართლოს შესახებ

რუსებმა ხარკივი დაბომბეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია შენობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იერიშები განხორციელდა მიკოლაივზეცბაშტანკაში დანგრეულია საცხოვრებელი შენობა, დაშავდა 1 ბავშვი. ზელენოდოლსკიში განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა ექვსი ადამიანი. 2 მოქალაქე ემსხვერპლა იერიშს დონეცკიში. რუსმა სამხედროებმა სკოლის შენობას დაარტყეს.

უკვე ნახევარი წელია, რუსეთ-უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. რუს ოკუპანტებთან ბრძოლები კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებით გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია მიკოლაივის მიმართულებით.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს - მხოლოდ ხარკივს 17-ჯერ დაარტყა რუსეთმა ბოლო 24 საათში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ბელგოროდის მხრიდან დაბომბეს ხარკივი. თავდასხმა კიევის რაიონში განხორციელდა, რის შედეგადაც ორსართულიანი შენობა განადგურდა და ხანძარიც გაჩნდა. კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, დღეიდან 25 აგვისტომდე მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში დილითაც ისმოდა აფეთქებების ხმა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო აეროდრომ "ბელბეკზე" მიიტანეს იერიში, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ანტისაჰაერო თავდაცვითმა სისტემამ რაკეტები გაანეიტრალა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მარიუპოლში საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას აპირებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.

"მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლში დეკორაცია მზადდება უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, ოკუპანტების ტყვეების აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას - ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები