15 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო - დაპირისპირება ბულვარის ტერიტორიაზე "ამბასადორის" მშენებლობას უკავშირდება

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის ბულვარის გენგეგმა განიხილება - ხმაური და დაპირისპირება ბულვარის ტერიტორიაზე "ამბასადორის" მშენებლობას უკავშირდებოდა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის თქმით, ექსპერტების მიერ შესაბამის დასკვნაში ნათქვამია, რომ "ამბასადორი" ბულვარის გენგეგმასთან არის შეუსაბამო, "ქართული ოცნება" კი ცდილობს, გეგმა ისე დაამტკიცოს, რომ ექსპერტების ეს ჩანაწერი ამოიღოს.

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დამტკიცდება, თუმცა "ამბასადორის" საკითხი მანამ იქნება ღია, ვიდრე სასამართლო დავა არ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ბულვარში ამბასადორის მშენებლობის შეჩერების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოება "ბათომმა" საქალაქო სასამართლოში სარჩელი რამდენიმე თვის წინ შეიტანა

დღის ამბები