27 აგვისტო 2026,   03:51
ვრცლად
რაჭაში, ამბორალურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია

რაჭაში, ამბორალურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე პრევენციის მიზნით,  მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე რჩებიან. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 8 ჰექტარი. ხანძარი ტყის მასივში გვიან ღამით გაჩნდა.

ადგილზე  მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა და მათ ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები