15 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
დატყვევებული უკრაინელი სამხედროების ე.წ. სასამართლო პროცესები მართლმსაჯულების მასხრად აგდებაა - სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთის მიერ კონტროლირებად მარიუპოლში უკრაინის მამაცი დამცველების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული "ტრიბუნალების" გამართვის დაგეგმვით, კრემლი ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ომის გამო და ყურადღება უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკიდან სხვა რამეზე გადაიტანოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ დატყვევებული უკრაინელი სამხედროების ე.წ. სასამართლო პროცესები მართლმსაჯულების მასხრად აგდებაა.

"დაგეგმილი შოუ სასამართლო პროცესები არალეგიტიმურია და მართლმსაჯულების მასხრად აგდებაა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არიან გაერთიანებულნი, უფლება აქვთ მიიღონ ომის ტყვის სტატუსი", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ტყვეობაში მყოფებს აღნიშნული სტატუსის შესაბამისად უნდა მოექცნენ, რასაც ჟენევის კონვენციები ითვალისწინებს.

"მოვუწოდებთ მოსკოვს, შეასრულოს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები