27 აგვისტო 2026,   00:26
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს. სტუდენტობის მსურველებს დრო ხვალამდე აქვთ, რათა სასურველი უნივერსიტეტი ან დაამატონ ან პრიორიტეტების მიხედვით გადაადგილონ.

დღესვე გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებო მათთვისაა, ვინც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

"განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ის აბიტურიენტები, ვისაც ეგონა, რომ კონკრეტულ საგანში მინიმალური ბარიერი ვერ დასძლია, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც აპელაციის ან გათანაბრების შედეგად კონკრეტულმა აბიტურიენტმა უკვე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შესაბამისად, მას კვლავ აქვს უფლება რომ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა.

116 900-ზე მეტი ნაშრომიდან 4 881 გასაჩივრდა. შეფასება შეიცვალა სულ 1 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია. ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 34 ნაშრომის შემთხვევაში," - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ.

 

დღის ამბები