22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს გირაო შეუფარდა. ბესიკ თამლიანის და კიდევ 4 პირის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოიწურა. მოსამართლემ 5 000 ლარიანი გირაოს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ადვოკატის განცხადებით თამლიანი გირაოს გადახდაზე უარს იტყვის.

ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. შესაბამისად, მისი გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოხდება.

ცნობისთვის, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს. ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.

საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.

დღის ამბები