27 აგვისტო 2026,   03:45
ვრცლად
ქუთაისში ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობაში ხანძარია

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი ყოფილი ფსიქიატრიულის შენობას გაუჩნდა. შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

შენობის მიმდებარედ კერძო სახლებია, თუმცა ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გადადების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები