ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, მჭიდრო დასახლების გამო, ცეცხლის გვერდით მდებარე სახლებზე გადადების საფრთხეც იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.