ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი "ახა გრინსი" - "მწვანე სასტუმრო დედამიწაზე" აშენდება.
პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსამდე დაგეგმილია გაზსადენის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას. გარდა ამისა, მოცემულ ტერიტორიაზე ჩატარდება საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაგეგმილია ფერმის, ხეხილის ბაღის და საკალმახე მეურნეობის მოწყობა-განვითარება.