ამბროლაური გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს. პირველი დღე კონცერტით დასრულდა. გემო-ფესტის მეორე დღეს სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული და ლეჩხუმური კერძები, შეუერთდნენ სამეწარმეო ბაზრობებს.
ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება, მისი მიზანი ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარებაა.