საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთმა და კოსოვომ თავიანთი მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების საკითხის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა-გასვლის დოკუმენტები პირებისთვის, რომლებსაც კოსოვოს საიდენტიფიკაციო მოწმობები აქვთ, ხოლო კოსოვომ თანხმობა განაცხადა ამგვარი დოკუმენტები არ შემოიღოს სერბეთის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მფლობელთათვის," - წერს ბორელი