05 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
წალენჯიხის ბაღების თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

წალენჯიხის ბაღების თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ბაღების თანამშრომლები დღესაც იგივე მოთხოვნით, მერიასთან შეიკრიბნენ და გია ხარჩილავასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ მერის პირველი მოადგილე შეხვდა და განაცხადა, რომ რეორგანიზაცია გარდაუვალია, რამაც შეკრებილების უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრამ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ბაღის თანამშრომლები აცახდებენ, რომ აქციები გაგრძელდება, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან უვადო გაფიცვაც დაიწყება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 საბავშვო ბაღში 491 აღსაზრდელი და 368 თანამშრომელია. რეორგანიზაციის შედეგად საბავშვო ბაღებში 333 თანამშრომელი დარჩება, გათავისუფლდება 35 დასაქმებული. 

დღის ამბები