26 აგვისტო 2026,   09:09
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ფოთში შპს "მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს "მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა.
 
განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება.
 
ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს "მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საწარმოს ეზღუდება საქმიანობის, მეტალურგიული წარმოების, განხორციელება "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით" გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.


დღის ამბები