19 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
სტიქიის ეპიცენტრად ქცეული კახეთი - ხანძრის ლოკალიზება ჭირს, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

კახეთი სტიქიის ეპიცენტრადაა ქცეული. ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში მეხანძრე-მაშველები ცეცხლს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. რთული რელიეფისა და ცეცხლის სწრაფი გავრცელების გამო ხანძრის არეალის შეკავება და ლოკალიზება ჭირს, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბზეა ცეცხლი მოდებული და რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მეხანძრე-მაშველებთან ერთად საქმეში ჩართული არიან სამხედროები, ასევე ადგილობრივი მოხალისეები. როგორც წესი, ღამით ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუ ქარი არ გაძლიერდა.

დღის ამბები