27 აგვისტო 2026,   05:58
ვრცლად
სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება -ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა

სტიქიასთან ბრძოლის მეოთხე დღე კახეთში - შილდას ტყეში ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო სამაშველო ჯგუფებთან ერთად ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალებიც. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის ქრობის პროცესში, ავიაცია ჩართვას ვერ ახერხებდა, რადგან ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ავიაციამ მუშაობა კი რამდენიმე წუთის წინ განაახლა.

ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.

დღის ამბები