26 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
სტიქიის მეხუთე დღე კახეთში - ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

კახეთში სტიქიის მეხუთე დღეა - ამ დრომდე, ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა, რომელიც ადგილზე გზის გაჭრის შედეგად შეიყვანეს. დილიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები განაახლა ავიაციამაც.

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული სტიქიის ზონაში და რა ტერიტორიაა დამწვარი, ჯერჯერობით არ სახელდება.

ადგილობრივების თქმით, ღამის საათებში საკმაოდ მკვეთრად იგრძნობოდა სუნი და ძლიერი დაკვამლიანება, თუმცა, იმის საფრთხე, რომ ცეცხლი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს, არ არსებობს.

ამ დროისთვის სოფელ შილდის ტყეში მეხანძრე-მაშველები და თავდაცვის ძალები მუშაობენ.

დღის ამბები