26 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაში პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრი დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"კონცეფცია მოიაზრებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემთხვევაში სოციალურ ეკონომიკური მოცემულობის გააზრებას და გაანალიზებას, იმ შესაძლებლობების აღმოჩენას, რომელიც არსებობს აგრო და აგროტურისტული მიმართულებით. ექსპერტთან ერთად დამუშავდა ყველა ის მოცემულობა, რომელიც აგრარული მიმართულებით და პოტენციალი არსებობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც არის მულტისექტორული და ეკუთვნის თითქმის ყველა სამინისტროს განსახორციელებლად, ასევე მუნიციპალიტეტს საკუთარი ბიუჯეტის შემუშავებისთვის," - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

დღის ამბები