27 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
ჯგუფური ძალადობა ახალციხეში - ერთი დაშავებული თბილისის კლინიკაშია გადმოყვანილი

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 5 პირის საქმე განიხილა, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში არიან ბრალდებული. ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული იყო ხუთი პირი, ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი კი თბილისში, ნიუჰოსპიტალში მკურნალობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა არცერთი დაკავცებულის მიმართ არ დადგა, ორ მათგანს 20-20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა, ხოლო სამს 5-5 ათასი ლარი.

დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის ჩხუბის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა.

დღის ამბები