15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე - ხატია დეკანოიძე

უკრაინულ მხარესთან სანქციების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობს - ეს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ღიად განაცხადა და მეტიც, მან პირობა დადო, რომ პირადად მისი ჩართულობით, სია კიდევ გაფართოვდება.

"მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს სანქციების სია გაიზარდოს და პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და ეს ინფორმაცია, რაც თქვენ წაიკითხეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები. თქვენ იცით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკრაინის სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს უნდა იყოს სანქციების ქვეშ და მე ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

რამდენად არის რეალური შანსი, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სია საერთშორისო პარტნიორებმა გაითვალისწინონ და მართლა შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ ისინი, ვის დასანქცირებასაც კიევი ითხოვს - ოპოზიცია ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ქართულ ბიზნესსაც აფრთხილებს და მოუწოდებს არჩევანი გააკეთონ. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიცია ქართული ბიზნესის ევროინტეგრაციისთვის იბრძვის, ამის საპირისპიროდ კი "ქართული ოცნება" ცდილობს ქართული ეკონომიკა რუსეთს გადააჯაჭვოს.

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ აშშ აუცილებლად გამოიყენებს ისეთ ეფექტურ ინსტრუმენტს, როგორიც სანქციებია, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებსაიტზე  ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების სია გუშინ გამოქვეყნდა.

დღის ამბები