26 აგვისტო 2026,   16:45
ვრცლად
"ღირსეული პარტნიორი 2022-ის" ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება გაიმართა

"ღირსეული პარტნიორი 2022-ის" ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება ჩატარდა- სწავლების მიმდინარეობას ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ამერიკელ სტუმარს გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

"სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ამერიკელ სტუმარს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-4 ქვეით ბრიგადაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში უმასპინძლა.

დღესვე, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში საქართველოს, ბრიტანეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე სადაზვერვო დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლის ამოცანა რეგიონში დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეიდი განახორციელეს და მოწინააღმდეგე ერთობლივი მოქმედებებით წარმატებით გაანეიტრალეს.

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2022" საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის,"-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

 

დღის ამბები